შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს ღია ეროვნულ ჩემპიონატზე ოზურგეთელმა სპორტმენებმა წარმატებით იასპარეზეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ივნისი 2019

საქართველოს ღია ეროვნულ ჩემპიონატზე ოზურგეთელმა სპორტმენებმა წარმატებით გამოვიდნენ. მძლეოსნებმა ისევ პირველ ლიგაში იასპარეზებენ.

13-15 ივნისს ქ . თბილისში საქართველოს ღია ეროვნულ ჩემპიონატზე, დიდებს შორის, რომელშიც სომხეთის გუნდიც მონაწილეობდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

ოზურგეთელმა მძლეოსანმა , სოფო შათირიშვილმა პრესტიჟულ შეჯიბრში ბირთვის კვრაში ( 4კგ.) საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა. ხოლო ბადროს ტყორცნაში კი ვერცხლს დაეუფლა.

მწვრთნელები : მანთიძე , კოტრიკაძე

ბადროს ტყორცნაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი 
ქეთი მამალაძე გახდა. 
მწვრთნელი - მ. კოტრიკაძე

სოფო შათირიშვილი ევროპის გუნდური ჩემპიონატისთვის წვრთნას სომხეთში გაივლის.

ჩემპიონატში ასევე წარმატებით იასპარეზეს, თუმცა, ამჯერად ფორტუნას გამო საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ : მიშიკო მახარაძე, ლაშა ტუღუში, თამუნა მახარაძე, თაზო მიქელაძე და გია ვასაძე.

ოზურგეთის გუნდი 2020 წელსაც პირველ ლიგაში იასპარეზებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია