შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როცა მე "ჩამოვეთრევი" საკუთარი ხელით გადმოგცემთ რუსეთის ვიზებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39039 
 18 ივნისი 2019

"წასვლა, გაქცევას არ ნიშნავს...
ნებისმიერ ადამიანს უნდა გააჩნდეს იმდენი ღირსება, გაეცალოს მათ, ვისთვისაც ზედმეტია და მოძებნოს ადგილი სადაც ის სჭირდებათ, ელოდებიან...
არასოდეს ვთვლიდი თავს ვალდებულად (საკუთარი თავის გარდა) ვიღაცისთვის დამემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები...
ვფიქრობ არც შევმცდარვარ და ამაში მარწმუნებს შეუმდგარი ბრბოს გნიასი, ვისთვისაც სამშობლოდან გაქცეული მოღალატე ვარ; გაევროპებული ღამურა; პლიაჟზე, ქოლგის ქვეშ წამოწოლილი გაზლუქუნებული ფულის ტომარა; და კიდევ რა ჩამოთვლის...
სწორედ ამ ბრბომ მაიძულა წასვლა და იგივე ბრბო მიყიჟენებს - ჩამოეთრიე! ჩამოშავდი! მანდ რას უგდიხარ და გვმოძღვრავ?! კარგია ევროპა-ო?!
დიახ კარგია, თან ძალიან კარგი. ამ ქვეყანამ და ხალხმა თავი ადამიანად მაგრძნობინა. ადამიანად, რომელსაც გააჩნია ძვირფასი ღირებულებები და ღირებულებების დახურდავების ფასად არ სჭირდება საკუთარი ადგილის დამკვიდრება.
ბოლო 15 წლის მანძილზე მეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობი არა ერთ მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურაში და ბედნიერი ვარ, რომ ეს გზა, ბევრი თქვენი ლიდერისგან განსხვავებით ხალხის მოტყუებით, გადაგდებით, ნეპოტიზმით, ცრუ დაპირებებით, მლიქვნელობით, ვაზელინით და უკანალის თამაშით კი არა, პატიოსანი ცხოვრებით შევძელი.
ხოლო თქვენ, ვინც ჩემს ჩამოთრევას ელოდებით, მინდა გითხრათ: როცა მე "ჩამოვეთრევი" საკუთარი ხელით გადმოგცემთ რუსეთის ვიზებს. ეს ერთად ერთი ქვეყანა იქნება თქვენთვის "მოუსვლელი", თორე ჩვენ? ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად და იმაზე მალე ვიდრე წარმოგიდგენიათ"

წერს ნუგზარ (სულა) სულაშვილი. საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია