შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონული ფორუმი ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23107 
 18 ივნისი 2019
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია – ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა. ფორუმი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ჩატარდა და რეგიონში მოქმედი ოცი ადგილობრივი ორგანიზაცია ესწრებოდა, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე მუშაობენ. „დროის ბანკის“ ექსპერტმა, ავთანდილ მაჩიტაძემ ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის – „დროის ბანკის“ პრეზენტაცია წარადგინა. მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ასევე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის მოწვეულმა მომხსენებლებმა – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ და ახალგაზრდა მწერალმა თათული ღვინიანიძემ. ფორუმის მონაწილეებსა და მოწვეულ მომხსენებლებს შორის ურთიერთობა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.ფორუმის ერთ–ერთ მონაწილესთან, პედაგოგ ლადო აფხაზავასთან ვრცელ ინტერვიუს შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიო „სამხრეთის კარიბჭის“ ეთერში 24 ივნისს, 19 საათზე.[გულო კოხოძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია