შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქეთევან ციხელაშვილი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/11821 
 19 ივნისი 2019
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს საბინა ლოიტჰოიზერ-შნარენბერგერს შეხვდა. ინფორმაცია Qartli.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატდან აცნობეს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო, რომელიც აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია. სახელმწიფო მინისტრმა მისი განხორციელების მიმდინარეობა მიმოიხილა და დეტალურად ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რომელთაც ინიციატივა გულისხმობს. ხაზი გაესვა ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის როლსა და მნიშვნელობას. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითაც დაინტერესდა. ქეთევან ციხელაშვილმა მას ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასა და სირთულეებზე,
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები