შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ ოპოზიციის თვითმიზანი არის ოლიგარქის მოშორება, მაშინ ამ პროცესს სათავეში ვინ ჩაუდგება?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39047 
 18 ივნისი 2019

"ქვეყანაში იმდენი პრობლემური საკითხია, ოკუპაცია, დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები და სხვა, ამას სჭირდება ერთსულოვნება და არა ის უცნაური საკითხები, რომელსაც უმიზნო პროცესები მოჰყვება და საზოგადოების პირველ საკითხთა რიგში დგება".

აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, "რეზონანსთან" :

"მახსოვს, გასულ წლებშიც იყო მსგავსი აქცია და მას არ მოჰყოლია ნეგატიური და ფეთქებადი პროცესები, ისე ჩაირა, რომ საზოგადოების არანაირი ინტერესი არ გამოუწვევია. ამიტომ, ჩემთვს გაუგებარია ასეთი ვნებათაღელვა.

ყველას აქვს გამოხატვის უფლება და ეს კანონით არის დადგენილი. საპატრიარქოსაც კანონით აქვს დაშვებული ნებისმიერი აქტივობა, პროტესტის გამოთქმის უფლება აქვთ ლგბტ თემის წარმომადგენლების მოწინააღმდეგეებსაც, მაგრამ ხელის შეშლის უფლება არავის აქვს.

სახელმწიფოსთვის კი ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია და იგი ვალდებულია დაიცვას თითოეული მათგანის უფლება. სამწუხარო კი ის არის, რომ ქვეყანაში იმდენი პრობლემაა, ოკუპაცია, დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები და სხვა, ამას სჭირდება ერთსულოვნება, მაგრამ ზოგჯერ უცნაური საკითხები, რომელსაც უმიზნო პროცესები მოჰყვება ხოლმე, საზოგადოების პირველ საკითხთა რიგში დგება.

მოლდოვასთან  ასეთი პარალელების გავლება პროპაგანდისტულ ფუნქციას ატარებს, ვირუსული მარკეტინგივით გადასცენ და ელექტორატში იმედის მუხტი შეიტანონ. ასე იყო ფაშინიანის, შემდეგ უკრაინის, ახლა კი მოლდოვას შემთხვევაში.

თუ ოპოზიციის თვითმიზანი არის ხელისუფლების ცვლა, ამ შემთხვევაში კი ოლიგარქის მოშორება, მაშინ ალეტრნატივად ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს, ვინც ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება, ეს არის საკითხავი?

თუ თავის თავს, ვგულისხმობ ყოფილ ხელისუფლებას, განსაკუთრებული ძალის სუბიექტებად ისინი არ მოიაზრებიან, ვნახეთ არჩევნებს როგორ იგებს და არც ქუჩის პერსპექტივა აქვთ.

თუ ის ახალი აქტორები, ვინც დღეს გამოჩნდნენ პოლიტიკურ ველზე ე.წ. კონსერვატიული ფლანგიდან? მაშინ მათი განცხადებების ფონზე თავად ოპოზიცია აღმოჩნდება მოკავშირედ დღევანდელი ხელისუფლების."- განაცხადა გამზარდიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია