შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“პრაიდი, მე არ მიმაჩნია რაციონალურ გადაწყვეტილებად”-ნიკა გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39081 
 19 ივნისი 2019

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“აქამდე არ მეგონა, თუ ასე გაუგებრად ვსაუბრობდი ან ვწერდი. მოკლედ, ბევრი შეკითხვის პასუხად, დავაჯამებ ყველაფერს, რაც პარაიდზე ამ დღეების განმავლობაში ვთქვი. იმედია, გასაგებად ვიტყვი ამჯერად. ყველა შემთხვევაში, ბოლოჯერ ვაკომენტარებ ამ თემაზე:

1. პრაიდი გამოხატვის ლეგიტიმური ფორმაა, თუმცა მე არ მიმაჩნია რაციონალურ გადაწყვეტილებად. საზოგადოების დასავლურად ორიენტირებული უმრავლესობის დიდ უმრავლესობასაც კი (მათ შორის, ჩემს ირგვლივაც, გაბთლებულ, მოდასავლეთე, ჩემთვის საყვარელ ადამიანებს) არ აქვს გამოხატვის ამ ფორმის მიმართ არათუ კეთილგანწყობა, არამედ მიმღეობაც კი. ამ მოცემულობის არგათვალისწინება არ მგონია სწორი და არც “გადავტეხოთ რეალობა” მესიჯი ამ თემის სენსიტიურობის და ქართულ საზოგადოებაში მისი კონტრავერსიულიბის ადეკვატური და რეკევანტური. შესაბამისად, არ მიმაჩნია გონივრულად ამგვარი გამოწვევა. ეს შეიცავს რისკებს საკუთრივ თანასწორობის იდეისთვის; შეიცავს რისკებს ლგბტ თემის ცალკეული წევრების უსაფრთხოებისთვის; და მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ უკვე სარისკოა სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესებისთვის.

2. ცალკეულ პირთა ან თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულების მიუხედავად, პრაიდის ჩატარებაზე მიღებული გადაწყვეტილება სრულიად კანონშესაბამისია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პირთა მშვიდობიანი თვითგამოხატვა და კატეგორიულად არ დაუშვას ძალადობა, მით უფრო, ორგანიზებული და მასობრივი ფორმით.

3. რაც შეეხება პრაიდის ნეგატიურ შეფასებას, ცხადია, ესეც კანონით დაცული გამოხატვის ფორმაა. თუმცა, უკანონო ხდება, თუ ის შეიცავს ძალადობის მოწოდებას, ან, მით უფრო, თუ იღებს ფიზიკური ძალადობის ფორმას. ასევე, არალეგიტიმურია ნებისმიერი აქცია, რომელიც მიზნად სხვა აქციის შეფერხებას ისახავს. ნებისმიერი გამოხატვის ფორმის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელიც და დასჯადიც, რაც სახელმწიფოს ვალდებულების ნაწილია და სრულად მისი პასუხისმგებლობა.

ასეთია დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრების წესები და ეს უნდა მივიღოთ და დავემორჩილოთ. პრაიდის ჩამტარებელ მხარესაც უნდა ქონდეს მიმღეობა მათი იდეის კრიტიკის მიმართ, და საზოგადოების იმ წევრებს, ვისაც პრაიდი არ მოწონს, უნდა ესმოდეთ, რომ კანონით დაცულია ყოველგვარი გამოხატვა, რაც პირველ რიგში ზუსტად სხვისთვის არმოსაწონს მოიცავს. ხოლო იმ ხროვას (ვერც მხარეს და ვერც საზოგადოებას მათ ვერ ვუწოდებ), ვისაც ძალადობის გამოყენება სურს, მათი პოზიციის კომენტირება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსითაა შესაძლებელი და სახელმწიფოს მოუწევს ამის გაკეთება.”

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია