შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს გურიაა"-ფოტოკუნკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დღეს დაჯილდოვდნენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39054 
 18 ივნისი 2019

დღეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ის წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს, რომლებმაც მონაწილეობა წამახალისებელ რეგიონალურ ფოტოკონკურსში მიიღეს. 
კონკურსი მიზნად ისახავდა გურიის ტურისტული ადგილების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას.
კონკურსანტებმა ფოტონამუშევრები სოციალურ ქსელ facebook-ზე გაავრცელეს, სადაც გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა, როგორც დაგროვებული მოწონებების რაოდენობის, ასევე, ორგანიზატორების მიერ.
სოფელ შემოქმედში ინდმეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრომ დღეს გამარჯვებულ კონკურსანტებს უმასპინძლა, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა გასართობ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ტურიზმის განყოფილება, ასევე ა.(ა).ი.პ. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია