შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერი: უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23145 
 20 ივნისი 2019

"ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!", – წერს მამუკა ბახტაძე.დღეს, 20 ივნისს ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია."აქ არის ჩვენი ქვეყნის ღირსებაზე საუბარი", – აცხადებენ აქციის მონაწილეები.მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები უმსხვილესი საერთაშორისო ფორუმის ჩაშლის უვარგისი მცდელობაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს განუცხადა, მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია."დელეგაციები ჩამოვიდნენ იმ მიზნით, რომ გავამყაროთ ურთიერთობები კულტურისა და განვითარების სფეროში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მართლმადიდებლური კულტურა საკმარისია ჩვენი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გასამყარებლად. ჩვენი ღონისძიება ტარდება მწვავე საკითხების განხილვის გარეშე. ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს. სამწუხაროდ, ჩემს შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში არც აფხაზეთში და სხვაგან", — აღნიშნა გავრილოვმა.დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. [sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია