შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7691 
 20 ივნისი 2019

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს.

ამასთან, მათ რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს. ადგილზე დაძაბული ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.


არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და პოლიციის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდება. უმეტესწილად დაშავებულებს აღენიშნებათ დაჟეჟილობები, დაფიქსირდა ასევე რამდენიმე ხელის ამოვარდნის შემთხვევა, რამდენიმე აქციის მონაწილის განცხადებით კი, მათ სამართალდამცველებმა დაზიანება ხელკეტებით მიაყენეს.ასევე, დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება