შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებასაც აწყობს, რომ ამ დაპირისპირებაზე ვილაპარაკოთ და არა რეალურ პრობლემებზე - ძაბირაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39086 
 20 ივნისი 2019

„დღეს, მე რომ მკითხოს კაცმა, ფარისეველი მეტია მორწმუნეთა რიგებში, ვიდრე რეალური მორწმუნე და ეს ცალკე პრობლემაა... საბჭოთა კავშირი იმიტომ ვახსენე, რომ ამ ლგბტ თემის წინააღმდეგ საზოგადოების 90%-ია განწყობილი და სწორედ იმ რეაქციულ ძალებს, ვისაც საბჭოთა კავშირი ძალიან მოსწონდა და დღეს რუსეთი მოსწონს, მათ აძლევს საშუალებას, ეს გააკეთონ. ამას თუ ხვდება ლგბტ თემი და განზრახ აკეთებს, მაშინ რა მიზანი აქვს? და თუ ვერ ხვდება, ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეა და უნდა ხედავდეს,"- აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის კრიზისული და არასტაბილური ვითარების შექმნის მცდელობა. რამდენიმე ათეული ადამიანი რომ რაღაცას აკეთებს, ამაზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა არ მესმის. რაღაცას რომ აკეთებ, მიზანი ხომ უნდა გქონდეს?

ლგბტ აქცია მიზნად ისახავს იმას, რომ მასზე მედიამ ილაპარაკოს, გაშუქდეს, საზოგადოებამ გაიგოს. ეს ხალხი გამოდის იმ მიზნით, რომ „ჩვენ ასეთები ვართ". ხოლო კონტრაქცია, რომელიც ამას უპირისპირდება, სწორედ ამის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ლგბტ აქცია რომ მშვიდად ჩატარებულიყო და სხვათა შორის გაშუქებულიყო, მოსახლეობის 90% ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, მაგრამ დღეს იმ თემამდე ავიდა, რომ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მივიდეთ, ყოველ შემთხვევაში სიტყვიერად მაინც. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ მოწოდებებზე, როდესაც ხელისუფლებას ემუქრებიან, აცხადებენ, რომ „აღვკვეთთ", „კორდონებს გავარღვევთ", ფაქტობრივად დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ქმნიან არაფორმალურ რაზმებს.

კითხვა ჩნდება - ან ერთი, ან მეორე მხარე რის მიღწევას ცდილობს ამით? რეალურად, ცდილობენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. საქართველოში სხვა პრობლემები არ დგას? ან მეორე - რა პრობლემები აქვს ლგბტ თემს, დასაქმებას უზღუდავს ვინმე თუ რა პრობლემა აქვთ?

ამ ხალხს ავიწყდება, რომ სულ რაღაც 30 წლის წინ არათუ აქციები, სს სამართლის დანაშაული იყო და ციხეში სვამდნენ ასეთი უმცირესობის წარმომადგენლებს და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ის ხალხია, ვინც იმ პერიოდში ცხივრობდა.

 ეს აგრესია აჩვენებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოების გაბითურებას ცდილობს ვიღაცები და ცდილობენ ამ ყველაფრით ჩაანაცვლონ პრობლემები და ეს გამოიყენონ პოლიტიკური და სხვადასხვა მიზნებისთვის...

არ ვეთანხმები. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ აკრძალოს. ვამბობ, რომ ორივე მხარეს აქვს გამოსვლის უფლება, მაგრამ როდესაც ამ ნაბიჯს დგამ, ხომ უნდა შეაფასო სიტუაცია, ხომ უნდა გქონდეს რაღაც მიზანი და რა მიზანია ეს?! რატომ არის დღეს ეს აუცილებელი საქართველოში?

აქტიური მოქმედებები უნდა განახორციელოს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გაკეთდა ვასაძის და იქ შეკრებილი ხალხის მიერ. თუმცა პასიურობს და დროს წელავს. ამ აგრესიულ ჯგუფს განცდაც კი გაუჩნდა, რომ ხელისუფლება მათ მხარესაა და გაიმარჯვეს, მაგრამ არ ვიცი, ვისთან გაიმარჯვეს 10-15 კაცთან? ჩვენი ეროვნული ენერგია ახლა ამას უნდა შევწიროთ?

ეს ვითარება საკმაოდ სახიფათოა. ასე ხელოვნურად ყალიბდებოდნენ ფსევდო ლიდერები ამ ქვეყანაში, რომლებმაც მერე საკმაოდ დიდი უბედურება დაგვატეხეს თავს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია