შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქცია პარლამენტის წინ და მასობრივი დაკავებების სერია - შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2019

აქცია პარლამენტის წინ და მასობრივი დაკავებების სერია - შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საქმე ეხება პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყეს. დღეს დილიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეძებენ აქციის მონაწილეებს. ისინი ვარაუდობენ, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა ამ დრომდე არ იციან, რომელ განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლია გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვით.

„აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე - 126,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია