შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი მეშველიანი განცხადებას ავრცელებს!

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ოქტომბერი 2018

“ხვალ, ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტს ვირჩევთ, რომელსაც აქვს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ათობით შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენი მოქალაქეები კარგად იცნობენ და აფასებენ სალომე ზურაბიშვილის პერსონას, მათ სჯერათ, რომ ის იქნება ობიექტური და ზეპარტიული პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატია, რომელსაც დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება აქვს, არის ფრანგული დიპლომატიური სკოლის აღზრდილი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ ჩვენი საზოგადოება საარჩევნო ყუთებთან კვლავ სწორ არჩევანს გააკეთებს, აირჩევს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ მომავალს.
გამარჯვებამდე!” – გოგი მეშველიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია