შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი კობახიძე გადადგა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39165 
 21 ივნისი 2019

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

„ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ... ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება,“ - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.

ირაკლი კობახიძის გადადგომა პარლამენტის წინ, გუშინ განვითარებულმამ მოვლენებმა განაპირობა.

ოპოზიცია მოქალაქეებთან ერთად ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდა, რადგან მათი მტკიცებით, რუს დეპუტატებს თბილისში ჩამოსვლის და ასამბლეის პარლამენტში გამართვაზე ნებართვა სწორედ მან გასცა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია