შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახლის კედელი ჩამოინგრა, ღამის გათევა უსაფრთხო აღარაა- რატომ მოუხსნეს მარტოხელა მამაკაცს სოციალური დახმარება?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39172 
 21 ივნისი 2019

 „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში მცხოვრები  თემურ ღლონტი თავის სოციალურ პრობლემებზე ესაუბრა. 53 წლის მარტოხელა მამაკაცი ძველ,ავარიულ სახლში ცხოვრობს, ცოტახნის წინ კედლის ნაწილი ჩამოინგრა და ფაქტიურად შეუძლებელია სახლში ცხოვრება.

„სოციალური მქონდა მაგრამ რამოდენიმე თვეა მომიხსნეს,მიზეზს ვერ მეუბნებიან, ასეთი პასუხი ჩამოვიდა თბილისიდანო.მე ვერ ვმუშაობ,თხილის ბაღი მაქვს,ისე საყანე მიწაც,მაგრამ მესამე წელია არაფერი მოდის,ვმუშაობ ფაქტიურად ტყვილა.ძველი ავარიული სახლი მაქვს,კედელი ჩამოინგრა ცოტახანის წინ  და უსაფრთხო არაა ღამის გათევა,მაგრამ რა გზა მაქვს. მივმართე სოფლის დეპუტატს და გამგებელს,მაგრამ მითხრეს, სახლი გადაიფორმე და მერე დაგეხმარებით, იქამდე ვერაო. სად მაქვს 70 ლარი? უმუშევარი ვზივარ,დახმარება არ მაქვს და ეს თანხა სად ვიშოვო,თავი ძლივს გამაქვს“- გვიყვება ღლონტი.

„გურიის მოამბე“ დაუკავშირდა ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსს თეა ლომჯარიას,იგი მზაობას გამოთქვამს რაც შესაძლებელი იქნება ყველანაირად დაეხმარონ თემურ ღლონტს:

„თემურ ღლონტს ადრე ჰქონდა ფულადი დახმარება, ახლა აქვს იმდენი ქულა რომ ქრონიკული დაავადებების დროს, მედიკამენტები შეიძინოს ერთ ლარად. ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშიც ჩავრთოთ, თუ სურვილი ექნება. ის 53 წლისაა და შრომისუნარიანი მამაკაცია.ამ ეტაპზე ვაკანსიები გვაქვს ოზურგეთში.რაც შეეხება მისი სახლის მდგომარეობას,მე ვესაუბრე სოფლის გამგებელს, 70 ლარი რომელიც მას სჭირდება არის თანხა რომლითაც სახლის ნახაზი უნდა შედგეს და ადგილობრივი ხელისუფლება ამას გაუკეთებს უსასყიდლოდ.მას შეუძლია მივიდეს იუსტიციის მომსახურების ცენტრში და დაარეგისტრიროს ქონება უფასოდ,ასევე შეუძლია თავიდან გააკეთოს განაცხადი და მოითხოვოს სოციალური დახმარება ფულადი სარგოს სახით"-გვითხრა ლომჯარიამ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია