შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„თალაკვაძის ბედნიერებისთვის თუ იბრძოლა ამდენმა ადამიანმა, აღარ გვქონია საშველი“ - წულაია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39178 
 21 ივნისი 2019

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ქუთაისშიც იწყება და მისი მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ განაცხადა. 

„ჩვენ გვაქვს წყევლა დადებული. ამ ხელისუფლებამ ისევე როგორც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა ერის წინაშე დანაშაული. მე ქუთაისიდან ვადევნებდი თვალს თბილისის მოვლენებს და ახალგაზრდები გაიძახოდნენ - „საქართველო, საქართველო, საქართველოვო“ და ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს სახელს გაიძახიან და მას შენ ტყვიას ესვრი, ამას არ ვიცი რა დავარქვა. 

„ერთი ვიცი, რომ ჩვენ ვართ დაწყევლილები - რომ არცერთმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების შეცდომები არ გაითვალისწინოს და ამიტომ დაამთავრებს ისე, როგორც დაამთავრა წინა ხელისუფლებამ“, - აცხადებს წულაია.

მისი თქმით, ახლა საჭიროა პოლიტიკოსებმა ახალგაზრდებს დაუთმო ასპარეზი, რომ მათ მიაღწიონ საარჩევნო კანონის შეცვლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

„ეს ხელისუფლება არ მოშორდება მანამ, სანამ ნორმალური არჩევნები არ ჩატარდება. ამიტომ დღევანდელი გადასახედიდან უნდა ითქვას შემდეგი - რომ უნდა მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება პოლიტიკოსებმა, რომ იაქტიურონ მათ და მივიღოთ ნორმალური სააარჩევნო კანონი და ჩავატაროთ არჩევნები. რა თქმა უნდა პოლიტიკოსებიც უნდა იყვნენ ჩართული, მაგრამ თამაშის წესი უნდა წაიყვანონ ახალგაზრდებმა. 

„ახალგაზრდებმა უნდა იბრძოლონ და მხოლოდ ბრძოლა მიგვიყვანს გამარჯვებამდე. მე მინდა ყველას ვუთხრა რომ არცერთის თავი არ ღირს ახალგაზრდების დაზიანებად,  იმისთვის რომ თალაკვაძე იყოს ბედნიერი ახალგაზრდები არ უნდა დაშავდნენ“, - აცხადებს წულაია „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადაყენება მდგომარეობას ვეღარ განმუხტავს.

„მერე რა რომ კობახიძე გადადგა? ახლა აპირებენ თალაკვაძის მოყვანას და თალაკვაძე უკეთესია კობახიძეზე?მთავარი არის აქ ის, რომ წესი და მიდგომა უნდა მოისპოს და ადამიანს ელაპარაკნონ ადამიანურად და არ ელაპარაკნონ ზარბაზნებითა და თოფებით. 

„თალაკვაძის ბედნიერებისთვის თუ იბრძოლა ამდენმა ადამიანმა, აღარ გვქონია საშველი. უნდა გაგრძელდეს აქციები. ყველა დეპუტატმა უნდა იცნოს თავი ხალხის არჩეულად და არა ბიძინას არჩეულად“, - განაცხადა წულაიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია