შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთმა უმაღლესი ლიგა ნაკაიძის ჰეთ თრიკითა და ვიცე ჩემპიონის დამარცხებით დაიწყო

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39175 
 21 ივნისი 2019

გამარჯვებით დაიწყო ქვიშის ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ოზურგეთის "შევარდენმა", რომელმაც დღეს, შეკვეთილში, "შეკვეთილი არენაზე" მიმდინარე პირველ ტურის, პირველ მატჩში გასული წლის ვიცე ჩემპიონი ბათუმის "უნივერსიტეტი" დაამარცხა.

ოზურგეთელებმა მეტოქეს 5-3 სძლიეს.

აქედან სამი ბურთი ნაკაიძემ გაიტანა, თითო თითო კი ჩხაიძემ და გოგუაძემ.

აღსანიშნავია, რომ მესამე ტაიმში ოზურგეთელები კაცნაკლულები დარჩნენ, მოედანი მსაჯმა გოგუაძეს დაატოვებინა.

თუმცა გურულების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეინარჩუნეს ანგარიში და უმაღლეს ლიგაში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნეს.

ხოლო ოზურგეთელტაგან პირველი ისტორიული გოლის ავტორი კონსტანტინე ნაკაიძე გახდა.

მორიგ პირველი ტურის მეორე შეხვედრას, ხარიტონ ჩხატარაშვილისა და აკაკი ათუაშვილის "შევარდენი" ხვალ 10 საათზე "შეკვეთილი არენაზე" ქვეყნის უცვლელ ჩემპიონთან, ქართული ქვიშის ფეხბურთის გრანდთან, ბათუმის "დინამოსთან" გამართავს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ოზურგეთს კვლავაც უბერებელმა ჯონი კალანდაძემ უმასპინძლა, ხოლო მის კარს ასევე უბერებელი გია გოგუა იცავდა, რომელმაც რამდენიმე ბრწყინვალე "სეივით" მისი კარიერის საუკეთესო წლები გაგვახსენა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია