შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივნისი 2019
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს.  მან ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არაფრად ღირს დეპუტატის მანდატი, თუნდაც საზოგადოების გაღიზიანების ფასად.  არ იქნება სწორი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული პირი, დარჩეს თანამდებობაზე. მე არ მაქვს თანამდებობა, მე მაქვს დეპუტატის მანდატი და მზად ვარ, დავტოვო ეს მანდატი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მანამდე კი, იმის გამო, რომ რუსმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა , მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა მანდატი, წინ უძღვოდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია