შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 28 ოქტომბერი 2018

ბოლნისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა
საქართველო დღეს რიგით მეხუთე პრეზიდენტს, პირდაპირი წესით ბოლოჯერ, ექვსი წლის ვადით ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებში 25 სუბიექტი იყრიდა კენჭს. მათგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 საინიციატივი ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული 62-ვე უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა და 20- საათზე დაიხურა. № 5 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცედურა მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინრეობდა. ამ ეტაპზე ყველა უბანი დახურულია, მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები რამოდენიმე საათში გახდება ცნობილი.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება