შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“გემიდან გაქცევას ცდილობენ და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ” - ხუხაშვილი ხელისუფლებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2019

“გემიდან გაქცევას ცდილობენ და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ” - ხუხაშვილი ხელისუფლებაზე

"რომელი პროტოკოლის უფროსი გაბედავს პარლამენტის თავმჯდომარის პირდაპირი სანქციის გარეშე მის სავარძელში ნებისმიერი ადამიანის ჩასმას, ეს ხომ ზღაპარია?! მინიმუმ სანქცია გაცემული იყო კობახიძის მიერ... ქუცნაშვილი საერთოდ ვინ არის, ვის დაკარგვია?! ქუცნაშვილი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას... "ყველაზე მძიმე საყურებელი ის არის, როგორ ცდილობენ გემიდან გაქცევას და გამწარებულები ეძებენ, ვის დააბრალონ ეს ყველაფერი, ოღონდ თვითონ არ დაბრალდეთ,"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი” გაზეთ "რეზონანსთან“.

"გია ხუხაშვილის თქმით, ეს არის კლასიკური ვირთხის საქციელი, როდესაც თავისი სიბრიყვის გამო რამე პრობლემას წააწყდება და გარბის. ასე არიან ესენიც, გარბიან და ცდილობენ ხელი სხვას შეახოცონ, მაგრამ ვის უნდა შეახოცონ ხელი?! ასეთ ტრაგიკომედიას ვუყურებთ დღეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეთქმულების თეორია განვავითარო და რაღაც ბნელი ზრახვები და გეგმები დავინახო. უბრალოდ მედროვეების დოღია. ამ ადამიანებს უბრალოდ არ ესმით პოლიტიკა, არ ტკივათ ეს ქვეყანა, არც ოკუპაცია ტკივათ, არც ცხინვალი და არც აფხაზეთი ტკივათ, არ ესმით ამ ქვეყნის პრობლემები, არაფერი არ ესმით. მზად არიან მურუსიძე ჩაიხუტონ, ეშმაკსაც კი შეეკრან, ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ. საკუთარი ჭიის გახარების ამოცანა აქვთ მხოლოდ და თუ ამ ჭიას რამე პრობლემა შეექმნა, მერე იწყებენ ფართხალს, ცდილობენ თვითონ აირიდონ პასუხისმგებლობა და ვიღაცას შეახოცონ ხელი. ასეთი პოლიტიკური ელიტა გვყავს, რომელიც არ თვლის, რომ რამეზე პასუხისმგებელია. თვლიან, რომ მხოლოდ უფლებები აქვთ. მხოლოდ ჭამაზე არიან გადასულები“ , - აღნიშნავს გამოცემა.

კობახიძე იქნება თუ არ იქნება, ეს ვითარებას ვერ გადაარჩენს. სისტემა მთლიანად ყარს. ერთით მეტი, თუ ერთით ნაკლები ამ სიტუაციას ვერ შველის. შეიძლება იყოს რაღაც თემები, რითაც ზარალის მინიმიზაციას შეეცდებიან, მაგრამ სადამდე? ადრეც მითქვამს, რომ მაზოხისტური სენი აქვთ შეყრილი, ყველა მათი ქმედება ბუმერანგივით უბრუნდებათ, ყველაფერი თავში ხვდებათ და უკვე ამისგან სიამოვნებას იღებენ. სერიოზული მაზოხისტური მიდრეკილებები აქვთ. წინა ხელისუფლებას - სადისტური ჰქონდა, ამათ - მაზოხისტური აქვთ. ეს არის საქართველოს ისტორია - როგორ მივედით სადიზმიდან მაზოხიზმამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია