შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოყვანა შეცდომა იყო, შეშფოთებული ვართ, რაც ვნახეთ" - აშშ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39196 
 22 ივნისი 2019

შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ნიკოლას ბერლინერი აცხადებს, რომ საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოყვანა შეცდომა იყო, რამაც ხალხის გაღიზიანება გამოიწვია.

დიპლომატი ასევე გმობს ძალადობას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა ფაქტის გამოძიება, რათა დადგინდეს ზუსტად რა მოხდა.

ამასთან, დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დიალოგით უნდა გადაჭრან სკითხები.

„ძალიან შეშფოთებული ვართ იმ მოვლენებით, რაც ვნახეთ. უნდა აღინიშნოს,რომ ძალადობა მიუღებელია. საჭიროა დიალოგი და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება. ამჯერად საქართველოსი გარემო პოლარიზებულია.

ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთად დადგება და დაიწყებს საკითხების გადაჭრას.

რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოყვანა შეცდომა იყო, ხალხი გაღიზიანდა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარება მისაღებია, მაგრამ მისაღები არ არის ძალადობა. მნიშვნელოვანია ყველა ფაქტი გამოძიებული იქნას, რომ დადგინდეს ზუსტად რა მოხდა,“- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ნიკოლას ბერლინელი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია