შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ახალგაზრდებისათვის თვალის დათხრა არ ეპატიება რუსეთის ფილიალად ქცეულ მთავრობას“ - მღვდელმონაზონი ანდრია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39187 
 22 ივნისი 2019

რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო პროტესტს და ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალადოვრიბ დაშლას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია:

„საზოგადოების, სტუდენტების პროტესტი არის სამართლიანი. რუსეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის უმაღლესი იერარქების განცხადება საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პროტესტი სწორია. ახალგაზრდებისათვის თვალის დათხრა, რეზინის ტყვიების დაშენა და შეურაცხყოფა არ ეპატიება რუსეთის ფილიალად ქცეულ მთავრობას. აჯობებდა რუსეთის დეპუტატის წინააღმდეგ ,,ეწარმოებინათ" სპეცოპერაცია და ქვეყანა დაეცვათ ოკუპანტებისგან, ვიდრე სამარცხვინო ბრძოლა გაემართათ სუფთა გულითა და პატრიოტული იდეით გამსჭვალული ქართველი ერისთვის.“ - წერს მამა ანდრია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია