შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" რუსული ეკლესია არ ემსახურება ქრისტეს... ის პუტინის კანცელარიაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39194 
 22 ივნისი 2019

დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, იმ რუსი სასულიერო პირის შსახებ წერს, რომელმაც ქართველი ერი დაწყევლა.  იგი ამავდროულად რუსულ ეკლესიასაც ეხმაურება. 

"ეს ის არის, ვინც ქართველი ერი დაწყევლა... ვინც ქართველობას დემონი უწოდა, ვისაც სძულს საქართველო...

ეს ის არის, ვინც ქრისტიანობას იბრალებს და საეპისკოპოსი ხარისხს სიძულვილის ტირაჟირებისთვის იყენებს...

გაიხსენეთ, ადრეც რუსმა ეგზარქოსმაც დაგვიწყევლა ქართველი ერი... დღეს კი რუსეთის სინოდის მოქმედი ეპისკოპოსი იგივეს იმეორებს... 

ახლა მაინც დაინახოს ყველამ, რომ რუსეთი არ არის მართლმადიდებელი სახელმწიფო... რუსული ეკლესია არ ემსახურება ქრისტეს... ის პუტინის კანცელარიაა...

რუსეთის სახელწმიფომ და ეკლესიამ მსოფლიოს გასაგონად ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს..." - წერს პეტრე კოლხი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია