შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი"- არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39231 
 23 ივნისი 2019

უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ტელეკომპანიის ძალადობრივი გზით აღების შესახებ ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიაში შეჭრის გეგმას განიხილავს.

"მას შემდეგ რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან "რუსთავი 2- ის" დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოს, არც ერთ მედიას არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე," -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება