შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30948 
 24 ივნისი 2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 ივნისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.


უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 24-26 ივნისს +33, +38 გრადუსამდე დაცხება, ხოლო 27 ივნისიდან ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24-26 ივნისსს +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივნისიდან შედარებით აგრილდება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია