შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოვოჟსკა ბისტრიცასა და გურჯაანს შორის მემორანდუმი გაფორმდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30959 
 24 ივნისი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში, პოვოჟსკა-ბისტრიცაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის წინ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.


მერის მოადგილის, ლელა თევდორაშვილის თქმით, ისინი დაესწრნენ ღონისძიებას "პოვოჟსკა-ბისტრიცას დღეები 2019". ასევე ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ეს არის გურჯაანთან დამეგობრებული ქალაქი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმის გაფორმებაზე, სადაც კონკრეტულად გაიწერება რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ამ ორ ქალაქს შორის ურთიერთობა. ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. გვქონდა ოფიციალური შეხვედრა ქალაქის მერთან, გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ქალაქის საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონიალში. ამ ეტაპისთვის ჩვენი მომავალი თანამშრომლობა განისაზღვრა კულტურულ-საგანმანათლებვლო კუთხით. მომავალ წელს ამ ქალაქში უნდა გაიმართოს ფეხბურთის ასი წლისთავი, სადაც ჩვენი ნორჩი ფეხბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას. იმაზეც შევთანხმდით, რომ სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან გაცვლით პროგრამაში. კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ამ ეტაპზე ვისაუბრეთ, არის ფოლკლორული ჯგუფების გაცვლითი პროგრამა. ოქტომბერში ღვინის ფესტივალზე, ჩვენი მასპინძლები ოფიციალური ვიზიტით გვესტურებიან.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანსა და პოვაჟსკა-ბისტრიცას შორის ერთი წლის წინ „განზრახულებათა წერილი“ გაფორმდა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობას გულისხობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია