შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თბილისში აქცია გრძელდება, პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია განლაგებული

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23194 
 21 ივნისი 2019
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმი განლაგდა. მათ გამოჩენას აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების შეძახილი მოჰყვა "წადი, წადი". ამასთან, მოქალაქეებმა მშვიდობის ნიშნად სიმბოლურად ხელები ასწიეს.ამ დროისთვის აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. საქართველოს პარლამენტთან 20 ივნისს დაწყებული აქცია 19:00 საათისათვის განახლდა. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის გარდა, პარლამენტთან მიმდინარე დემონტრაციის ძალადობრივი ფორმით დაშლასაც აპროტესტებენ.პარლამენტთან შეიკრიბნენ, პოლიტიკოსები, ხელოვანები, მწერლები, სტუდენტები, მოქალაქეები. ისინი რამდენიმე მოთხოვნას აჟღერებენ, ესენია: შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება