შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტი: ტურისტებმა ჩამოსვლა უნდა გააგრძელონ, რადგან საქართველო უყვართ

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23206 
 23 ივნისი 2019
„[რუსმა] ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ჩამოსვლა, რადგან მათ უყვართ საქართველო. ხოლო პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა უნდა გადაჭრან პრობლემები, რაც საფუძველია იმისა, რაც მოხდა, და ამ პრობლემების გადაწყვეტა ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა უნდა გავაერთიანოთ საქართველოს ტერიტორიები. ამან არ უნდა იმოქმედოს ტურისტებზე, არ უნდა იმოქმედოს მოსახლეობაზე და არ უნდა იმოქმედოს მშვიდობიან მდგომარეობაზე, რაც, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში არსებობს“,–აცხადებს სალომე ზურაბიშვული.ზურაბიშვილმა ეს 22 ივნისს, ტელევიზია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში თქვა ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია