შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23218 
 24 ივნისი 2019
ფოტო:არქივიპარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც 2018 წელს 5 მილიონ ლარს შეადგენდა, მთლიანად გაუქმდა.სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სრტიპენდია – სემესტრულად, ბაკალავრიატის ერთ სტუდენტზე, 1 000 ლარი. სტიპენდიანტს საუნივერსიტეტო კომისია არჩევდა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგანაც ეს ძალიან კარგი ტრადიცია იყო, საკუთარი ხარჯებით დავაფინანსოთ სტიპენდია. სექტემბრიდან ვაპირებთ ბიუჯეტში გამოიყოს თანხები. ინიციატივა აკადემიურ საბჭოზე მოსმენის დონეზეა, დადგენილება კი ჯერ არ მიგვიღია“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნიკო ახალკაცმა. სწავლის მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, უნივერსიტეტში არსებობს რამდენიმე სახის სტიპენდია.უნივერსიტეტში ამ დროისათვის არსებობს სახელმწიფო სტიპენდია, რომელიც ერთი სემესტრის განმავლობაში 750 ლარს შეადგენს და მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასცემს.ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბაკალავრიატის სტუდენტებზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს 500 ლარს.გარდა აღნიშნული სტიპენდიებისა, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავადაც ნიშნავს აკადემიურ სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით.ასევე, შესაძლებელია, დაინიშნოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწესებული სტიპენდიები.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია