შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ დადეშში სეტყვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23219 
 24 ივნისი 2019

ფოტო: jnews.geძლიერი სეტყვა და წვიმა დადეშში გუშინ, 23 ივნისს იყო. სეტყვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა, უხვი ნალექის გამო დაიტბორა ნაკვეთები. ადგილობრივებს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რაიმე სახით მაინც დაეხმარება. „სოფელი დადეში შარშანაც დაისეტყვა. მოსახლეობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, შესაბამისად სახელმწიფო ვერ დაეხმარა. ახლა ვარკვევთ და თუ ისევ იგივე მდგომარეობაა დადეშში, ვერაფერს გავხდებით. ადგილობრივები დაზღვევის შესახებ შარშან იყვნენ ინფორმირებულები“, – გვითხრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იური უნანინმა.ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო კარტოფილია.[გულო კოხოძე, ახალქალაქი]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება