შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობა თელავის აეროპორტიდან შიდა რეისების სუბსიდირებას განიხილავს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39665 
 24 ივნისი 2019

სახელმწიფო თელავის აეროპორტიდან შიდა რეისების სუბსიდირებას განიხილავს.

საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, კახეთში არსებული აეროპორტის „მიმინოს“ გადასვლა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბალანსზე თეორიულად შესაძლებელია, თუმცა მას ჰყავს მფლობელი და ამიტომ ამ აეროპორტის ყიდვა-გაყიდვაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სამუშაო შეხვედრების რეჟიმში განიხილება შიდა რეისების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან.

„მომავალში, შესაძლოა, ჩვენი დახმარებით მოხდეს შიდა რეისების, ანუ მაგალითად თელავიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სუბსიდირება. თუმცა, აეროპორტი დღეს ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას საჭიროებს, მათ შორის ასაფრენ დასაფრენი ზოლის მიმართულებით.

ეს არის კერძო აეროპორტი, თუმცა კონკრეტული ხედვა მეპატრონისგან, თუ როგორი უნდა იყოს ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან, ან როგორ უნდა განვითარდეს ის, არ არის განსაზღვრული, ხოლო სამუშაო შევედრები ჯერ კიდევ იმართება“ – აღნიშნა საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ხელმძღვანელმა.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დათვლილია პროექტის ბიუჯეტიც, რაც შიდა ფრენების შემთხვევაში 9 მილიონი, ხოლო საერთაშორისო მიმართულების განვითარებისთვის 15 მლნ ლარია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია