შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები"-დავით ბერძენიშვილი 0-%-იან ბარიერზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39256 
 24 ივნისი 2019

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ეხმაურება და წერს: 

რესპუბლიკელთა პოზიცია ამ ეტაპზე ასეთია:

1. პროპორციული არჩევნების გამოღლეტვა 2020-დან არის სტრატეგიული ხასიათის მიღწევა

2.ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე. უბარიერო სისტემა(რეალურად ბუნებრივი ბარიერი - ჩვენს შემთხვევაში 0.66%) არის ბევრ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში. ივანიშვილს სურს, სატელიტი ჯგუფებით ფონს გავიდეს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ მან ამას ვერ მიაღწიოს.

3.გახარიას გადადგომა ძალაში რჩება

4.ნაციონალების წარმომადგენელთა დაპატიმრების მუქარას ვგმობთ. ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური რეპრესირების თანხლებით ვერ წარიმართება კონსტრუქციული პროცესი და დიალოგი..

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება