შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ გადადგა გახარია, გადავდექი მე"- ხულორდავას თანაშემწემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39261 
 24 ივნისი 2019

"არ გადადგა გახარია, გადავდექი მე" - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, მარიკა კირვალიძეს პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.  

მისი განცხადებით, მან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება იმ ვითარების გამო მიიღო, რომელიც რუსი დეპუტატების ქვეყანაში და შემდეგ პარლამენტში შემოყვანას მოჰყვა. კირვალიძე ამბობს, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან ადეკვატურ რეაგირებას ელოდა. 

"მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა,რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა,რომ ეს დროულად მომხდარიყო. მომხრე ვარ, რომ აბსოლუტურად ევროპულ გზას დავადგეთ,"-ამბობს კირვალიძე. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია