შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გია ყანჩელი რობერტ სტურუას ემიჯნება და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39265 
 24 ივნისი 2019

ლეგენდარული კომპოზიტორი გია ყანჩელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს და რობერტ სტურუას განცხადებას ემიჯნება:

„ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი, ჩემი უდიდესი სურვილია მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისგან და რაც მთავარია უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე, ბატონი რობერტ სტურუას აზრით საქართველო დამთავრდა, მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო, მინდა გავემიჯნო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომლებიც ურთიერთპატივისცემის ნაცვლად ურთიერთდაპირსპირებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ გამოვხატო ციტატით ჩემი სიმღერიდან „ჰერიო ბიჭებო“- განაცხადა გია ყანჩელმა

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია