შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებაზე იმსჯელეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23240 
 25 ივნისი 2019
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სპიკერები, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი სოციალური პროექტები და განიხილეს კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის წარმატებული მაგალითები. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო საქართველოში არსებული პრობონო ქსელი, სადაც ბიზნესკომპანიები თავისი ექსპერტიზის და შესაძლებლობების ფარგლებში მოხალისეობრივად დაეხმარებიან სამოქალაქო ორგანიზაციებს. წვდომა მსგავსი სახის ახალ შესაძლებლობებზე, ხელს უწყობს სექტორთა შორის გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის წამყვანი ბიზნეს კორპორაციების, სამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებაზე და გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. სამუშაო შეხვედრა გაიმართა World Vision საქართველოს მიმდინარე პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეფექტიანი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (Corporate Social Responsibility /CSR ) მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ შვიდ თემას, ესენია:1. ბიზნესის ეთიკურად წარმოებას;2. ადამიანის უფლებების დაცვას;3. შრომითი სტანდარტების დაცვას;4. გარემოს დაცვას;5. მომხმარებელთან პასუხისმგებელ ურთიერთობას;6. სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობას;7. ბიზნეს საქმიანობის გამჭირვალობას. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია