შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ააიპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23241 
 25 ივნისი 2019
კონკურსზე განაცხადების მიღება 20 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.ინტერმუნიციპალური ააიპ–ი კონკურსით აღმასრულებელ დირექტორს, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერს, ასევე მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერს შეარჩევს. კონკურსი, ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე აპლიკანტი 15 წუთიანი პრეზენტაციით წარსდგება საკონკურსო კომისიის წინაშე, სადაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების შესახებ საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს, მეორე ეტაპი გასაუბრება იქნება. საკონკურსო კომისია მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმების მსურველებს მოეთხოვებათ უმაღლესი განათლება, შესაბამის პოზიციაზე სამიდან ხუთ წლამდე მუშაობის გამოცდილება, ასევე რუსულის და ინგლისურის ცოდნა. ახალი ააიპ–ი რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით იმუშავებს. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება