შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმნის ურბანული განვითრების გეგმის შემუშავება დასკვნით ეტაპზეა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23246 
 25 ივნისი 2019

აბასთუმნის გენგემის საპროექტო დუკუმენტაციის მიხედვით, კურორტის ცენტრალური ნაწილი უნდა განახლდეს.სამუშაოები 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტი ითვალისწინებს, პარკების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ისტორიული ღირებულების მქონე შენობა–ნაგებობების და მისასვლელი ადგილების მოწყობას. როგორც მუნიციპალური განვითრების ფონდში ამბობენ, დაგეგმილია მდინარე ოცხეს დაზიანებული ნაპირის მოწესრიგებაც.საპროექტო დოკუმენტაციას იტალიური საპროექტო კომპანია KEIOS და ქართული კომპანია CMC ჯგუფი ამზადებს. გარდა აბასთუმნის ურბანული განვითრების გეგმაზე მუშაობისა, მუნციპალური განვითრების ფონდი მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციისა და ევგენი ხარაძის მიერ დაარსებული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, ასევე 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაციას ახორციელებს. შემუშავების პროცესშია დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია