შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Microsoft- ის საგანმანათლებლო სივრცეში თელავის მე-3 სკოლის მასწავლებლის გაკვეთილები მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39725 
 25 ივნისი 2019

განათლების რეფორმის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლებს საქართველოს მასშტაბით ,,skype გაკვეთილების ჩატარების’’ და საკუთარი ცოდნის უცხოელი მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის გაზიარების შესაძლებლობა ექნებოდათ. ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი, რომელიც skype გაკვეთილების ჩატარებაში ჩაერთო, თელავის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მანანა ჯაყელია, მაიქროსოფტის ინოვაციური, ექსპერტი პედაგოგი- იხ. მისი გვერდი – https://education.microsoft.com/Status/Public?token=4jSon1ow  (უფროსი პედაგოგი).

მანანა ჯაყელი ამბობს, რომ skype გაკვეთილები Microsoft- ის საგანმანათლებლო ვებ-გვერდს (  შემოდგომით წარუდგინა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი გაკვეთილის თემა იყო თელავის ისტორია – https://education.microsoft.com/Telavi
და ასევე საშობაო ტრადიციები საქართველოში – https://education.microsoft.com/Christmasingeorgia

მანანა ჯაყელმა მიიღო არაერთი მოწვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ტეხასის, ჯორჯიის შტატიდან, იაპონიიდან, კორეიდან, ინდოეთიდან და დაახლოებით 45 Skype გაკვეთილი აქვს ჩატარებული.
,,ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ გავაცნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ქალაქი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს. არავითარი მატერიალური დაინტერესება აქ არ არის. მე მსურს, რომ ჩემი ქვეყნის კულტურა გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ‘’, – აცხადებს მანანა ჯაყელი.

Skype გაკვეთილების “მაიკროსოფტის” საგანამანათლებლო სივრცის მხარდაჭერით. ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია გახდეს „microsoft-ის საგანმანათლებლო სივრცის წევრი და ითანამშრომლოს ინოვაციურ პედაგოგებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით

https://sway.office.com/tsRFGoFri3ai3cb1?ref=Facebook&fbclid=IwAR3XKJxA4Qni-v-kuyIzj1Sj3htOt3oY4YE0Y_kseHZI8Z8z4lePhug6v8o

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია