შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დემონსტრანტი, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა: "უნდა ვიბრძოლოთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39263 
 24 ივნისი 2019

18 წლის მაია გომურმა, რომელმაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა და მოქალაქეებს მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ საავადმყოფოდან გამოვედი და შემიძლია, სახლში წავიდე. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო.

ნარკოზიდან რომ გამოვედი, უამრავი შეტყობინება დამხვდა. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. რაც ახლა მე ძალა მაქვს, იმ ადამიანებისგან გამაჩნია. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, არც მე ვიქნებოდი ასე. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცების მისაღწევად. მარტო  ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც ვიყავით,“ - განაცხადა მაია გომურმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა