შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იორგი გახარიას ვანო მერაბიშვილის ბედი ელოდება - მუხაშავრია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39268 
 24 ივნისი 2019

"თუკი “ქართული ოცნება“ მურვან ყრუს პოლიტიკის გააგრძელებს, გარწმენებთ, რომ გიორგი გახარიას სამართალდამცავი უწყებებიც აღარ დაემორჩილებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი გახარიას სისხლიან ღამესთან დაკავშირებით ისე მოუწევს პასუხისგება, როგორც ვანო მერაბიშვილმა აგო“,- ამის შესახებ 2020NEWS“ - თან იურისტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

“ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ვურჩევ, გიორგი გახარია თანამდებობიდან რაც შეიძლება დროულად გადააყენოს, თუ არ უნდათ, რომ მანიფესტაცეიბი გაგრძელდეს და საზოგადოებამ უფრო მეტი მოთხოვნები არ წამოაყენოს. გიორგი გახარიამ მადლობა თქვას, თუ მისი მოღვაწეობა ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ გადადგომით დასრულდება, რადგან მას მომავალში დასახიჩრებული ადამიანების გამო, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოუწევს. გიორგი გახარიას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში იმის გამო ზის, რაც მან 7 ნოემბერსა და 26 მაისს ჩაიდინა. საზოგადოება გახარიას დასჯას მოითხოვს, თუ ასე არ იქნება, “ქართული ოცნება“ უფრო დიდ საპროტესტო ტალღას, მეტ მოთხოვნებსა და ზიზღს მიიღებს, რაც მარტივად არ დამთავრდება.

პროპორციული სისტემით რიგგაერეშე არჩევნების ჩატრება აუცილებელია. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველო დიდ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება. იმისთვის, რომ აღნიშნული განიმუხტოს, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუკი "ქართული ოცნება“ მურვან ყრუს პოლიტიკას გააგრძელებს, გარწმენებთ, რომ გიორგი გახარიას სამართალდამცავი უწყებებიც აღარ დაემორჩილებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიორგი გახარიას სისხლიან ღამესთან დაკავშირებით ისე მოუწევს პასუხისგება, როგორც ვანო მერაბიშვილმა აგო."- განაცხადა მუხაშავრიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა