შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანდაში ნაჯახით დაჭრილი კაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23261 
 25 ივნისი 2019
„აღენიშნება დადებითი დინამიკა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან ჩაიხსნა. ჭრილობის შეხორცება მიმდინარეობს, თუმცა ნევროლოგური ნაკლოვანება რჩება მარცხენა მხარეს. პაციენტი სტაბილურად მძიმე რჩება“, – აცხადებენ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 14 ივნისს სოფელ ანდაში ერთ–ერთმა ადგილობრივმა ორი კაცი ნაჯახით დაჭრა. 65 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც ჭრილობა თავზე აქვს, მძიმეა. მეორე დაშავებული თავს კარგად გრძნობს, იგი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანმაშრომლებმა, სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია