შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მალე შემოგიერთდებით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის!"- ანიტა რაჭველიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39278 
 25 ივნისი 2019

25 ივნისს ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაჭველიშვილი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს სამ დღეში შემოუერთდება. 

 

ამის შესახებ ქართველმა არტისტმა Facebook-ზე ინგლისურ და ქართულ ენაზე დაწერა.

"ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით! რამდენიმე დღის წინ პრორუსული "ქართული" მთავრობის ბრძანებით, პოლიციამ ახალგაზრდა მშვიდობიან ადამიანებს ესროლა, რომლებიც ქუჩაში აპროოტესტებდნენ! ბევრი ადამიანი დაშავდა და თვალი დაკარგა! რამდენიმე კომაშია! გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს! დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ პუტინი.

გული მტკივა თქვენთან რომ არ ვარ! 3 დღეში მეც შემოგიერთდებით და იქამდე იმედი მაქვს რომ ნაძირლებს გადააყენებენ და დასჯიან! ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის!" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია