შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არავინ არ ეკიდება სკამს, სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39283 
 25 ივნისი 2019

სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ - მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა. უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, სწორედ „ნაციონალებს“ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 20 ივლისის მოვლენებზე, რადგან მოსახლეობას პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდნენ.

„უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, როგორც კი მოვედი, ეს იყო ჩვენი პოზიცია და დღის ბოლოს დუმის დეპუტატები აღარ იყვნენ თბილისში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ დაინახავდა და ამას ის მოაყოლეს, რომ გარეთ გამოსული ახალგაზრდების ნაწილის ემოციებით ითამაშეს და საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ვნახეთ. ამათ არ უნდათ, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.

ვინ მოუწოდებდა აქციაზე ახალგაზრდებს, რომ პარლამენტის შენობა შტურმით უნდა აეღოთ, რა უნდოდათ, მათ ხელისუფლების გადატრიალება უნდოდათ. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიში და სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი და ყველაფერიც, სადაც ვზივარ. მაგრამ რეალურად, ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან, ასე უნდათ, რომ დაამყარონ დიქტატურა მომავალში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და საპარლამენტო ოპოზიციას სპეკულაციებშიადანაშაულებს.

„გუშინ შოკში ჩავარდნენ, რადგან ასეთი არჩევნების პირობებში შეუძლებელია მათ ილუზია დარჩეთ, რომ მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, ამათ სხვანაირად არ შეუძლიათ, ხალხი უნდა დახოცონ, რომ რაღაცა აზრი ჰქონდეთ მათ ცხოვრებას. მათ არ სჭირდებათ მრავალპარტიული პარლამენტი რომელიც 2020 წელს უნდა მივიღოთ, ამიტომ არიან, რომ გუშინდელს მერე ეს შანსი დაეკარგათ მათ და აგონიაში არიან“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა