შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ივნისი 2019
გედევან ფოფხაძის თქმით, „სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - ეს არის რეალობა".

მისი თქმით, "ქართული ოცნება" აგონიაშია.

"შეგიძლია გადაეფაროთ (გახარიას), მაგრამ ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება და გაგცემთ პასუხს.მე მიმაჩნია, რომ გახარია უნდა გადადგეს და ყველა ფრაზები და გამოსვლები, რასაც ვისმენ მიმაჩნია დემაგოგიად.

„ნაციონალების“ ფაქტორით ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი დაუპირისპირდა. გედევან ფოფხაძემ წილოსანს მიმართა: „შენი სასწავლებელი რომ გამიხდა ნინო ჭკუა ვისზე როგორ ვილაპარაკო, ეს არის დიდი უბედურება. რასაც საჭიროდ ჩავთვლი იმას ვიტყვი“.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია