შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მადლობა მართლმადიდებლობას, რომელმაც მოგვცა პროპორციული არჩევნები, ახალი ხუმრობა "- კვაჭანტირაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39298 
 25 ივნისი 2019

ახლა მიდის ღადავი საზოგადოებაში, მადლობა მართლმადიდებლობას, რომელმაც მოგვცა პროპორციული არჩევნები - ეს განცხადება პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე გააკეთა.

"პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან აწეულია. შეიძლება ყველა არ დგას ქუჩაში მაგრამ თქვენც ძალიან კარგად ხვდებით რომ საზოგადოება არის მაქსიმალურად ეგზალტირებული, იმიტომ რომ საუბედუროდ ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდი სცენარი განვითარდა, რომელიც დიდი ალბათობით პროვოკაციიდან დაიწყო. ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ აქ რაც მოხდა, მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე. კარგი იქნებოდა რომ ეს არ ჩატარებულიყო ამ დარბაზში.

ახლა კობახიძე წასულია და თუკი ვინმე ელოდება რომ მე მის ლანძღვას გავაგრძელებ, არა ერთ შემთხვევაში მე ამას არ ვიზამ მაგრამ ნამდვილად დიდი შეცდომა იყო რომ ეს ასამბლეა აქ, ამ დარბაზში ჩატარდა მხოლოდ იმიტომ რომ თანხები ყოფილიყო დაზოგილი. თავისუფლად შეიძლებოდა ამ ასამბლეის ჩატარება სასტუმროში, როგორც ტარდება ყველგან თითქმის. გადაეხადათ 3000-4000 ლარი სასტუმროსთვის, უფრო მეტი არ ღირს  და ახლა მიდის ღადავი საზოგადოებაში, მადლობა მართლმადიდებლობას, რომელმაც მოგვცა პროპორციული არჩევნები. მადლობა ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც გვაჩუქა ნულოვანი ბარიერი. ეს გვინდოდა? ეს რა თქმა უნდ აარის გაუთავებელი შეცდომების ჯაჭვის შედეგი, რაც თითქმის ბოლო ერთი წელია ხორციელდება. ძალიან საწყენია ეს. თუმცა მე მჯერა რომ ეს იყო პროვოკაცია. აი შინაგანად ამის რწმენა მაქვს" - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა