შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გია ყანჩელის გზავნილი ახალგაზრდობას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39311 
 25 ივნისი 2019

ახალი გზავნილი ახალ თაობას - მაესტრო ყანჩელი ერთი იდეით და სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებულ ახალგაზრდებს მიმართავს.

ყანჩელი ამბობს, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის სწორედ მათ ნახვას ისურვებდა იმ კედლებში, რომლებიც საქართველოსთვის ბევრი გარდამტეხი მოვლენის მომსწრენი გახნენ.

„საერთოდ, იმის მერე, რაც მოხდა, ჩემი აზრით, პრემიერმინისტრი უნდა გადამდგარიყო, შესაბამისად, შს მინისტრი. პრემიერმინისტრიც თავის სავარძელში ზის, არაფერი არ შეიცვალა იმიტომ, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ბრძანდება "ოცნების" მეორე წარმომადგენელი, ამიტომ, ვერ ვიტყოდი, რომ დღეს მაინცდამაინც გახარებული ვარ,“ - ამბობს გია ყანჩელი.

ის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში სწორედ მათ ხილვას ისურვებდა. თუმცა, მას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ნულოვანი ბარიერი გაუგებარია.

გია ყანჩელი ინტერნეტში ბერა ივანიშვილის ვიდეოს გავრცელებასაც გამოეხმაურა. ბერა ყვითელ ფოთლებს უკრავს. თუმცა, რას ნიშნავდა ბერას მიმართვა, ბოლომდე მკაფიო არ იყო არც ყანჩელისთვის.

ყანჩელისთვის ასევე გაუგებარი აღმოჩნდა რობერტ სტურუას განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველო აღარ არის!“.

გია ყანჩელმა რამდენიმე თვეა, მუშაობა შეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებით თვითონ მშვიდი და კმაყოფილია.

 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა