შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუ არ წავიდა ეს ხელისუფლება, ჩვენს ქვეყანას მომავალი აღარ ექნება- გია ბუღაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39328 
 26 ივნისი 2019

ოკუპანტი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული აქცია გრძელდება. მეექვსე დღეა რუსთაველზე, პარლამენტის წინ,  აქციის მონაწილეთა უპრეცენდენტო რაოდენობა იკრიბება. ისინი დაშლას არ აპირებენ, რადგან მათი მთავარი  მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ, ჯერ არ დაკმაყოფილებულა. 

მხატვარი გია ბუღაძე, ამ საკითხზე "პრესა.ჯი"-სთან კომენტარს აკეთებს. 

- ემხრობით თუ არა, პარლამენტის წინ გამართულ აქციას?

გია ბუღაძე: თავიდან ბოლომდე ვემხრობი, ბიძინას მთელი მაფიოზურ-კრიმინალური შემადგენლობა დაუყნებლივ უნდა წავიდეს, ეს ღუპავს ქვეყნას და ბოლომდე დაღუპავს. ვერ ხედავთ როგორ ებღაუჭება მილიარდელი კაცი გახარიას, რომელიც პირდაპირი გაგებით კრემლთან მაკავშირებელს წარმოადგენს? 

მისი შენარჩუნებით ივანიშვილი ცდილობს კიდევ მეტი რამის დამტკიცებას კრემლის მიმართ. 

-რა მოხდება იმ შემთხევაში, თუ აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა გახარიას გადადგომის შესახებ, არ დაკმაყოფილდება?

-მე პოლიტიკოსი არ ვარ და შედარებით თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო, დღეს, საქართველოში არის ისეთი მდგომარეობა: თუ არ წავიდა ეს ხელისუფლება, ჩვენს ქვეყანას მომავალი აღარ ექნება. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა