შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატები პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23277 
 26 ივნისი 2019
ფოტო: ასპინძის საკრებულოასპინძის საკრებულოში, 28 ივნისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები.„ვიდრე ქვეყანაში არ დაწყნარდება სიტუაცია და მთავრობა არ შეასრულებს მომიტინგეების მოთხოვნებს, ჩვენ ბოიკოტის ნიშნად საკრებულოში მუშაობას არ გავაგრძელებთ. ხვალ 27 ივნისს კომისიის სხდომაა, მაგრამ იქაც არ ვაპირებთ დასწრებას“, – აცხადებს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ფრიდონ ლონდარიძე.ასპინძის მსგავსად, პროტესტს უერთდებიან „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.„ჯერ არ არის ჩანიშნული სხდომა საკრებულოში, მაგრამ, როცა ჩაინიშნება მაშინ გავაპროტეტსებთ თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება“,–გვითხრა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ბორჯომის საკრებულოში ბაქარ შირაძემ.თბილისში განვითრებული მოვლენების შემდეგ, საკრებულოს სხდომები არ ჩანიშნულა ახალციხეში, ადიგენში, ნინოწმინდასა და ახალქლაქში.„სამხრეთის კარიბჭე“ ხუთივე მუნიციპლიტეტის საკრებულოს დეპუტატებს ესაუბრა, „ევროპელები“ აბობენ, რომ თუ აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნა, მათ შორის შს მნისტრის გიორგი გახარიას გადადგომას არ დაკმაყოფილდება, საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან.რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოუცხადებს თუ არა ბოიკოტს პარტია საკრებულოს სხდომებს დეპუტატებმა ჯერ არ იციან. „მე ახლაც აქციაზე ვარ და ჯერ აქ ვიქნები. სხდომა რომც გაიმართოს, დასწრებას არ ვაპირებ“,–გვითხრა ახალაქალქის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აშოტ რაისიანმა.20 ივნისს ღამით ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის დაშალეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული, სამი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება