შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუ დამნაშავეა, დაისჯება– გიორგი კოპაძემ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23281 
 26 ივნისი 2019
„მხარი დავუჭირე იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს და როცა წარმოადგენენ სხვებსაც, მე ვინც მიმაჩნია დამნაშავეებად, იმათაც დავუჭერ მხარს“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“.დეპუტატი ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია: „პროკურატურამ მოითხოვა, ჩვენ შევუჩერეთ იმუნიტეტი. კანონის წინაშე ყველა უნდა წარდგეს ისე, როგორც საჭიროა და არც დეპუტატს და არავის უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული დაცვის საშუალება. თუ დამნაშავეა, დაისჯება, თუ არ არის დამნაშავე, არ დაისჯება“.რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების პროტესტს, კოპაძე ამბობს, რომ „მათ ასე აწყობთ“.„ეგენი მიმაჩნია საქართველოს მტრებად. ისინი აკეთებენ იმას, რაც აწყობთ ჩვენი ქვეყნის მტრებს. აპირებდნენ პარლამენტის აღებას და გულანთებული ახალგაზრდების კეთილი სურვილი გამოიყენეს. დაიმალნენ თვითონ და შეატოვეს ეს ახალგაზრდები კანონს“, - განაცხადა კოპაძემ.იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დაეთანხმა ახალქალაქი-ნინოწმინდის დეპუტატი ენზელ მკოიანიც: „ახლა შეხვედრაზე ვარ და მერე დამირეკეთ“, - განუცხადა მან „სამხრეთის კარიბჭეს“.ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 26 ივნისს გაიმართა. საკითხს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამმა კი კენჭისყრაში მონაწილობა არ მიიღო. სხდომას ოპოზიციის დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება