შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ივანიშვილი დაცემული ანგელოზია“ - ნატო ჩხეიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39322 
 26 ივნისი 2019

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ, ივანიშვილს დაცემული ანგელოზი უწოდა.

„მე ვისურვებდი, რომ ღილაკზე ხელის მიჭერის დროს ყური დაუგდოთ იმ პატარა ღმერთს და არა - ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მხოლოდ დაცემული ანგელოზია,“ - მიმართა ჩხეიძემ უმრავლესობას.

„მე ის 9 წელიც კარგად ვიცი და ის შვიდი წელი და იმის წინანდელი 11 წელიც კარგად ვიცი, არცერთ თქვენგანს ჩემთან სასაყვედურო არ გაქვთ და ნუ შემაწყვეტინებთ საუბარს, იქით არის ყველა ხელისუფლება ჩემთან ვალში.

გასაგებია, რომ ივანიშვილს დროის შეჩერება უნდა და თქვენც ხელს უწყობთ ამაში, მაგრამ იმ გადაწყვეტილებით, რომ მთელ ამ მოვლენებში ნიკა მელიაა ბრალდებულ და ხელისუფლება არავინ, გუშინ ბატონმა ზოიძემ თქვა, ყველანი ვართ ბრალეულები და მეცო, რიხით ამბობდა, კონკრეტულად ვინ, ბატონი ზოიძე, მაშინ დატოვოს მანდატი.

არ არსებობს ერთი პასუხისმგებელი ოპოზიციიდან და ზოგადი კოლექტიური პასუხისმგებლობა ხელისუფლებიდან. ამ გადაწყვეტილებით, რასაც აპირებთ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზრდით, თქვენ ზრდით დაჩქარებას იმის, რისი შეჩერებაც გინდათ,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია