შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვის რამდენი დეპუტატი ეყოლებოდა პარლამენტში, 2016 წლის არჩევნები პროპორციული წესით რომ ჩატარებულიყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39334 
 26 ივნისი 2019

on.ge

მმართველი პარტია რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას დათანხმდა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბარიერი არ დაწესდება და ყველას ექნება პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა.

ამ წესის მიხედვით, საშუალოდ, ერთი მანდატის მოსაპოვებლად ხმების 0,67 პროცენტია საჭირო. 2016 წლის არჩევნებისთვის გაუბათილებელი ბიულეტენების 0,67 პროცენტი თითქმის 11 ათასი ხმა იყო.

ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში 2016 წლის პარლამენტში შესული პარტიათა ხმები ასე გადანაწილდა (მაჟორიტარული და პროპორციული):

  • ქართული ოცნება — 115 დეპუტატი;
  • ნაციონალური მოძრაობა — 27 დეპუტატი;
  • პატრიოტთა ალიანსი — 6 დეპუტატი;
  • თოფაძე / მრეწველები — 1 დეპუტატი;
  • დამოუკიდებელი — 1 დეპუტატი.

2016 წელს არჩევნები სრულად პროპორციული წესით რომ ჩატარებულიყო, მანდატები ასე გადანაწილდებოდა:

  • ქართული ოცნება — 73 დეპუტატი (-42);
  • ნაციონალური მოძრაობა — 40 დეპუტატი (+13);
  • პატრიოტთა ალიანსი — 7 დეპუტატი (+1);
  • თავისუფალი დემოკრატები — 6 დეპუტატი (+6);
  • ბურჯანაძე / დემოკრატიული მოძრაობა — 5 დეპუტატი (+5);
  • ბურჭულაძე / სახელმწიფო ხალხისთვის — 5 დეპუტატი (+5);
  • ლეიბორისტული პარტია — 4 დეპუტატი (+4);
  • უსუფაშვილი / რესპუბლიკელები — 2 დეპუტატი (+2);
  • თოფაძე / მრეწველები — 1 დეპუტატი;
  • ეროვნული ფორუმი — 1 დეპუტატი (+1).

ამ შემთხვევაში 150 მანდატი პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად არ იყოფა და გადაუნაწილებელი რჩებოდა 6 მანდატი. ამ ეტაპზე გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი დადგენილი არ არის, შესაბამისად, რომელ პარტიას ან პარტიებს შეეძლებოდათ 6 მანდატის მიღება, უცნობია

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია